logo
ENG



ფოსტით საქართველოს ფარგლებს გარეთ პირბადის გაგზავნა იკრძალება

28 თებ 202013:53
3 წუთის საკითხავი
 
j5eg9rnbazc862n.jpg

საქართველოს ფოსტა განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ფოსტით პირბადის გაგზავნა იკრძალება. „ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ფოსტა გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 26 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციამ ქალაქში მცირე პანიკა გამოიწვია. აფთიაქებში პირბადეების შეძენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 


close დახურვა