ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.
როგორც ფოტიგამ სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება ფუმანიტარულ საფუძველზე უნდა მოხდეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომ გამოუყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტები და მოაგვარონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძალიან ტრაგიკული შემთხვევა ჰუმანიტარული გზით. მივმართავთ მთავრობას გაათავისუფლებ პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე. ეს იქნება გაწერილი რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ოთხშაბათს, 14 დეკემბერს", - განაცხადა ფოტიგამ.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს. ასევე, პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში დაგეგმილია პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია.