logo
ENG



ფოფხაძე:დაპირებაზე უარის თქმით, ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს თავის მომავალი

14 ნოე 201912:24
3 წუთის საკითხავი
 
z85f3kvhzxsmpv9.jpg

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე მიმდინარე მოვლებს მართულს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში შესაძლაო დიქტატურა დამყარდეს. ფოფხაძე უმრავლესობის მეირ ცოტა ხნის წინ თავისუფალ კენჭისყრასთან დაკავშირებით მითებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ მათ ვალდებულება აქვთ აღებული, შესაბამისად თავისუფლები ვერ იქნებიან. 

"თავისუფალი კენჭისყრა ნიშნავს, რომ ის 93 დეპუტატი, რომელმაც ხელი მოაწერა საკანონმდებლო ინიციატივას, დღეს უარს ამბობს ვალდებულების შესრულებაზე. ამბობენ თავისფულები ვართო და თავისუფალი ვერ იქნები, როცა ვალდებულება გაქვს აღებული. თუ ქვეყანის წინაშე აღებულ ვალდებულებას არ ასრულებ, ესაა პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. დაპირებაზე უარის თქმით, ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს თავის მომავალი და საზოგადოებას აყენებს იმ რეჟიმში რომ ან ყველა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ დადგება ან დამყარდება დიქტატურა. ვადამდელის შემთხვევაშიც, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის ხარისხი დაიწევს, რადგან არც მაჟორიტარული არჩევნებია გარანტი ხელისუფლებსითვის რომ შეინარჩუნებს ხელისუფლებას",- აცხადებს ფოფხაძე. 


close დახურვა