logo
ENG



ფოფხაძე:საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა ოცნებას ლეგიტიმაციას დააკარგვინებდა

23 ივნ 202013:38
3 წუთის საკითხავი
 
5xaxihln5qlr456.jpg

პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას და ამით ოდნავ მაინც მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

ფოფხაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის მომავლისთვის სხელმწიფოებრივი დამოკიდებულება არ აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვიღებთ და მისი ფასი ყველამ უნდა გავიაზროთ. როცა იყო შანსი საკონსტიტუციო ცვლილებები მომხდარიყო იმ პოლიტიკური სკანდალების გარეშე და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ხელისუფლებამ. ამ შანსის არგამოყენება იყო შეცდომა. ამ შეცდომის შედეგია ის ადამიანები, რომლებიც ჩემგან მარჯვნივ სხედან და არ მგონია, ოცნებისთვის ეს ადამიანები ღირებულები არ ყოფილიყვნენ. ოცნებამ თავისი გადაწყვეტილებით ისეთი ზიანია მიაყენა თავის თავს, რომ კომპენსაციას ვერ გაუკეთებს. დღეს უნდა გამოსწორდეს მაინც ეს ყველაფერი, მაგრამ სრულფასოვნად ეს შეუძლებელია.

"ის კოლეგები, რომლებიც იძლებულები გახდნენ დღეს ოპოზიციაში იყვნენ, ის ადამიანები იყვნენ ძალიან დიდი რესურსი არა მარტო ოცნებისთვის, არამედ ქართული პოლიტიკისთვის. დღეს ამ გადაწყვეტილების ჩავარდნა იქნებოდა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ოცნებას ლეგიტიმაციას დააკარგვინებდა. არანაირად არ შეიძლება დღეს ეს გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული, მერე შემოვიდეს "ნაციონალური მოძრაობა" და მიიღონ გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს, რომ ოცნებამ ხელისუფლება გადააბარა "ნაციონალურ მოძრაობას" და ამას მშვიდად ვერ შევხედავ. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება ზურგი შევაქციოთ ქართველ ხალხს. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დარბაზში არაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის მომავლისთვის სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება არ აქვს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს  უყრის. პროცესში მონაწილეობის მიღებას ფრაქცია „ევროპული საქართველოს" დეპუტატები აღარ აპირებენ. უცვლელია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაც. 

შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.

განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. „ევროპული საქართველოს" წევრის, ოთო კახიძის თქმით, პირველ მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობით მათ „ქართულ ოცნებას" ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის დამატებითი დრო მისცეს - კერძოდ, გიორგის რურუას საპატიმროდან გათავისუფლებისთვის.

 

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.


close დახურვა