logo
ENG



ფოფხაძე ენმ-ის ოფისში მივიდა და ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებს

22 თებ 202118:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/22/9ddo4fljan0edb3.jpg

ქართული ოცნების ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ენმ-ის ოფისში მივიდა და ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ფოფხაძის თქმით, ენმ-ის ხელმძღვანელზე შეტევა არის თავისუფალ აზრზე თავდასხმა.

"ჩემი ამ ოფისში მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ ნიკა მელიასთვის ჩემი სოლიდარობა დამეფიქსირებინა. ნიკა მელია იქცა პოლიტიკური უსამართლო თავდასხმების ობიექტად და განზოგადებულად ხდება შეტევა ნიკა მელიაზე, თორემ ეს არის ქვეყანაში ოპოზიციურ აზრზე, თავისუფალ აზრზე შეტევა. მიმაჩნია, რომ ეს არის შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ", - განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძის განცხადებით, მელიამ ქვეყანაში ზეპარტიული პროცესები დაიწყო. ფოფხაძის თქმით, დაუშვებელია, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს.


close დახურვა