The Guardian-ის ცნობით, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლე პენი ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ფრონტის დამფუძნებელი იყო და მას 1972 წლიდან 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისმა შვილმა, მარინ ლე პენმა ჩაანაცვლა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ემანუელ მაკრონის წინააღდეგ იბრძოდა, თუმცა ორჯერ დამარცხდა.
ლე პენს შარშან მის ქალიშვილთან ერთად ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ ისინი და ეროვნული ფრონტის სხვა ფიგურები ევროპის პარლამენტიდან ფულს ყალბი სამუშაოებით ითვისებდნენ. ჟან-მარი ლე პენი სასამართლოდან ჯანმრთელობის მიზეზების გამო გაათავისუფლეს.
ჟან-მარი ლე პენი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და ევროპარლამენტის წევრი იყო. გარდა ამისა, ის რამდენიმეჯერ იყრიდა კენჭს საფრანგეთის პრეზიდენტად. 2002 წლის არჩევნებში მეორე ტურშიც გავიდა, თუმცა ჟაკ შირაკთან დამარცხდა.