ალენ რობერი, რომელსაც მსოფლიო ფრანგი "სპაიდერმენის" სახელით იცნობს, ექსტრემალის კარიერას თავს ანებებს. 52 წლის ასაკში მან ახალი გატაცება აღმოაჩინა და სიმღერების წერა დაიწყო. სადებიუტო სინგლი უკვე გამოვიდა და მუსიკალურ ჩარტებშიც მოხვდა. ბურჯ ხალიფას, ეიფელის კოშკის, სიდნეის ოპერის, მონპარნასის ცათამბჯენის, სირს თაუერსის და იესოს ქანდაკების შემდეგ ფრანგი სპაიდერმენი სცენის დაპყრობას აპირებს. ალენ რობერიმ პირველი სინგლი უკვე გამოსცა და იმედი აქვს, რომ ამჯერად მუსიკალურ ჩარტებს დაიპყრობს.
კარიერის განმავლობაში ალენ რობერი 120-ჯერ დაიჭირეს. მიზეზი მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობებზე უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების დაუცველად ასვლა იყო. 52 წლის ექსტრემალი იზოლატორში ბოლოს გასულ თვეს მოხვდა, როცა ფრანკფურტში 502 მეტრიან ცათამბრჯენზე 20 წუთში ავიდა. მუსიკალურ კარიერაზე ფრანგი "სპაიდერმენი" სწორედ მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ექიმებმა ცათამბჯენებზე ცოცვა აუკრძალეს. მსოფლიოს 160 მაღალი შენობის დაპყრობის შემდეგ ალენ რობერი საკუთარ ძალებს დი ჯეის ამპლუაშიც მოსინჯავს.