logo
ENG



ფრენების აღდგენის კვირას ბილეთის ფასი 5300 ლარს შეადგენს

17 ივლ 202020:08
3 წუთის საკითხავი
clock 294

2 აგვისტოდან გერმანიის მიმართულებით რეგულარულ ფრენები ამოქმედდება, თუმცა მგზავრობის ღირებულება ყველაზე იაფი ბილეთით, ფრენების აღდგენის კვირას 5300 ლარს შეადგენს. სხვა თარიღებში მგზავრობის ფასი მაღალია. უცნობია, დაიწყებენ თუ არა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ფრენებს, ასევე ბუნდოვანია, როდის აღდგება რეგულარული ფრენები იმ ქვეყნებთან რომელსაც საქართველომ საზღვარი გაუხსნა. 

დღემდე ძალაშია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო 2 კვირიანი კარანტინი, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც არამწვანე ქვეყნიდან, ბელგიიდან დაბრუნდა, მთავრობის მიერვე მიღებული საგამონაკლისო დადგენილებით, კარანტინი არ გაუვლია.

დეტალები ნახეთ „ფორმულა ნიუსის“ 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა