logo
ENG



ფრთოსანი რაკეტები ვინნიცაში

14 ივლ 202220:44
3 წუთის საკითხავი
 

ვინნიცის დაბომბა, რუსეთის სისასტიკის ახალი ეპიზოდი, რომელიც უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების სიაში მოხვდება. ქალაქის ცენტრზე იერიში ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 22 ადამიანი, 100-მდე კი დაიჭრა. ეს იმ დროს, როდესაც ჰააგაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად პარტნიორები შეიკრიბნენ. კონფერენციას ვოლოდიმირ ზელენსკი დისტანციურად ჩაერთო და რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა. 


close დახურვა