logo
ENG



ფრიდი: საქართველოში ნათელი წერტილი სამოქალაქო საზოგადოება და მისი ძალაა

07 აპრ 202309:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/07/zkva8vvgmvt23wo.jpg

ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი საქართველოს შესახებ Foreign Affairs-ის სტატიას ეხმაურება, რომელშიც განხილულია ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში ქვეყნის რუსეთისკენ სვლა, ის, რომ "საქართველოს მთავრობა აშენებს რუსეთის მსგავს ავტორიტარულ სახელმწიფოს".

ფრიდი სტატიის შინაარს ეთანხმება და ამბობს, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაა.

"ეს მკვეთრი ანალიზი საქართველოს რესპუბლიკის სამწუხარო მდგომარეობისა სამწუხაროდ ზუსტია. ნათელი წერტილი არის ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად საზოგადოების მუდმივი ძალა: ისინი არც დაშინებულები არიან და არც ავტორიტარიზმს ეგუებიან", - წერს მკვლევარი Twitter-ზე.

 


close დახურვა