logo
ENG



ფრონტერა საქართველოში ინვესტიციის გაზრდას ხელისუფლების გამო ვერ ახერხებს - დროება

02 აგვ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკული კომპანია "ფრონტერა" კახეთში გაზს და ნავთობს, წლებია, ეძებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მარაგი 350 მილიარდი კუბური მეტრია, ეს კი, საქართველოს დღევანდელი მოხმარებიდან გამომდინარე, დაახლოებით 150 წლის სამყოფი მარაგია. 

"ფრონტერაში" ამბობენ, რომ ტარიბანის ველზე დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსის არსებობა, მათ გარდა, მსოფლიოში აღიარებულმა ორმა ამერიკულმა კომპანიამ "ენ-ეს-ეიმ" და "რიდერ სკოტმაც" დაადასტურა. 

"ფრონტერას" დირექტორის, ზაზა მამულაიშვილის თქმით, პოტენციალი უზარმაზარია, თუმცა მისი გამოყენების შესაძლებლობა არ აქვთ, მიზეზი კი ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლა და იმ ბარიერების შექმნაა, რომლის წინაშეც, ბოლო წლებია, კომპანია დგას. 

შექმნილი პრობლემების გამო "ფრონტერა" ვერც გაზის მოპოვებით სამუშაოების დაწყებას ახერხებს და როგორც თავად ამბობენ, ხელისუფლების მხრიდან მტრული დამოკიდებულების გამო ვერც იმ 500-მილიონიანი ინვესტიციის გაზრდას ახერხებენ, რომელიც ამ წლების განმავლობაში ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში ჩადო.  

დეტალები ნახეთ "დროებაში". 


close დახურვა