logo
ENG



ფსაკი: ეს რუსული სცენარია - აშშ-ს საქართველოში მიწისქვეშა ლაბორატორიის მართვას აბრალებდნენ

05 თებ 202214:31
3 წუთის საკითხავი
 
ფსაკი: ეს რუსული სცენარია - აშშ-ს საქართველოში მიწისქვეშა ლაბორატორიის მართვას აბრალებდნენ

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ გუშინდელ მედიაბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-მ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გასული თვეების მანძილზე შეაგროვეს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს.

ფსაკის თქმით, ეს იმ რუსული სცენარის ნაწილია, რაც მათ ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, კონფლიქტისა და დესტაბილიზაციის წინაპირობად არაერთხელ გამოუყენებიათ.

„გასულ თვეებში ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა შევაგროვეთ საიმედო ინფორმაციის წყაროები რუსეთის ძალისხმევაზე, რომ გამოიყენოს ტყუილი სცენარები რათა გაამართლოს უკრაინაში შეჭრა. ეს სამხილები კი ირეკლავს როგორც საჯარო ინფორმაციას, ასევე წინა კონფლიქტებში რუსეთიდან მიღებულ მონაცემებს. მე დავამატებდი რომ ჩვენს ბევრ წყაროს ადგილობრივად ჰყავს რეპორტიორები, ვინც თავად ხედავს რაც ხდება.

ჩვენ გასულ წლებშიც გვინახავს რუსეთის ქმედებები. თუ გადავხედავთ წარსულის პრეცედენტებს, ეს არ ნიშნავს რომ მათი გამეორების გარანტია არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, ადამიანებმა კონტექსტურად გაიაზრონ, რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს და რა ტაქტიკებს იყენებდა წარსულში, რადგან ზოგ შემთხვევაში მათ გამეორებას ვხედავთ.

მაგალითად, რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის მწარმოებელი მიწისქვეშა ლაბორატორიის მართვაში მიზანმიმართულად დაადანაშაულა. ეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების დესტაბილიზაციის მცდელობა იყო", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. 

ფსაკიმ რუსეთის ხელისუფლებისგან დეზინფორმაციის გავრცელების სხვა მაგალითებიც მოიყვანა, მათ შორის უკრაინის გარშემოც.

მისი თქმით აშშ-ის მთავარი მიზანია, რუსეთს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ცრუ ინფორმაცია უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს და ამ ინფორმაციის იდენტიფიცირებით სცადოს ომის თავიდან აცილება.

„ჩვენი მიზანია, რუსეთს არ მივცეთ შესაძლებლობა რომ ეს ტყუილები გამოიყენოს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად და თავად გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ ყველა ქმედება რასაც ვხედავთ მათი სცენარის ნაწილია. ჩვენ გვინახავს ეს ცრუ საგანგაშო ოპერაციები წარსულში და დაბნეულობის გამოყენება სამხედრო ქმედებების ისტორიაში ბევრჯერ გვინახავს“ - განაცხადა ჯენ ფსაკიმ. 


close დახურვა