logo
ENG



ფსაკი: რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის

28 აპრ 202208:38
3 წუთის საკითხავი
 
ფსაკი: რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის

თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის. 

ფსაკის თქმით, აშშ ვარაუდობდა, რომ რუსეთი მიმდინარე კონფლიქტში ამ ნაბიჯს განახორციელებდა.

"სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ნაბიჯი, ენერგორესურსების ფაქტობრივად იარაღად გადაქცევა, ჩვენ ვივარაუდეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ევროპასთან კავშირზე ვართ. მათ შორის, პოლონეთისა და ბულგარეთის ლიდერებთან. ჩვენ უკვე თვეებია, რაც ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაცია განვახორციელოთ“, - განაცხადა ფსაკიმ.

27 აპრილიდან რუსულმა სამთავრობო კორპორაცია გაზპრომმა პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. მიზეზი პოლონური სამთავრობო კომპანიის, PGNiG-ის გადაწყვეტილება გახდა, არ გადაიხადოს გაზის საფასური რუბლებში. 

ბულგარეთი და პოლონეთი აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთისა და გაზპრომის მიმართ სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან მას შემდეგ, რაც მათ გაზის მიწოდება შეუწყვიტეს.


close დახურვა