logo
ENG



ფუკუშიმას ელექტროსადგურზე რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა

07 თებ 202419:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/07/fkn3z4dsksfhc4f.jpg

იაპონიაში, ფუკუშიმას ელექტროსადგურზე 5,5 ტონა რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, შემდეგ კი კომპანია Tokyo Electric Power Company-მ (TEPCO) დაადასტურა. 

შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით 08:53 საათზე მოხდა. TEPCO-ს მონაცემებით, გაჟონილი წყლის უმეტესი ნაწილი მიწამ შეიწოვა და მონიტორინგის შედეგად, რადიაციის დონის მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა. 

არსებული ინფორმაციით, გაჟონილი წყლის რადიოაქტივობა 22 მილიარდი ბეკერელია. 

ფუკუშიმას ელექტროსადგური 2011 წელს იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზიანდა, ხელახლა კი ის 2023 წელს ამუშავდა. 

 

close დახურვა