logo
ENG



ფუჭი დაპირებები - შაბათის ფორმულა

28 იან 202320:34
3 წუთის საკითხავი
 

უფასო ფული, სესხები 1 ან 2 პროცენტად, ქარხნებით, სიმშვიდითა და ადამიანის დაცული უფლებებით სავსე ქალაქები - ფულის მომხვეჭელი ოლიგარქის ფრთიან დაპირებებს - ვიდეო არქივი მრავლად ინახავს. არაფერი რაც ივანიშვილმა თქვა, და 2012 წელს ქუჩაში გამოსულ ხალხს შეჰპირდა არ განხორციელებულა. არც რუსთავი ქცეულა პროფესიულ ცენტრად და არც ქუთაისია ლოგისტიკური ჰაბი. ივანიშვილმა, ქვეყნის დატყვევების 11 წელიწადში შეძლო და ერთი ათად გამდიდრდა. საკუთარი ჯიბე გაავსეს, მისმა მინისტრებმა, დეპუტატებმა თუ პროკურორებმა. ქართული ოცნების მესამე წრეზე, დაპირებები მხოლოდ ამ პარტიის ელიტისთვის ასრულდა. ივანიშვილის ფინანსური ტრიუკები, რომელსაც ოლიგარქი საჩუქრებს არქმევს, უკვე არაერთი დაგროვდა. სულ ბოლოს, ივანიშვილმა, ხალხს, ლაგუნა ვერეს აუზი აჩუქა, რომლის აღდგენასაც ალბათ ისეთივე პერსპექტივა აქვს, როგორიც მაგალითად იპოდრომს, რომელიც ივანიშვილმა თბილისელებს ლაგუნას მსგავსად, ჯერ წაართვა, შემდეგ შემოღობა და ისევ უკან აჩუქა. იპოდრომზე ცენტრალური პარკი, ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებლებიც და სტუმრებიც ყოველ დღე ვხედავთ, რომ სანახევროდ შემოღობილ იპოდრომზე, სამ წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ახალი ნერგი და ამფითეატრის კონტურები მივიღეთ. გამორიცხული არ არის, რომ ლაგუნა ვერეს ისტორიის მსგავსად, იპოდრომის მომავალიც, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობით და ივანიშვილის მორიგი ბიზნეს პროექტით დასრულდეს.ვ 


close დახურვა