logo
ENG



ფხაკაძე, რომელიც გახარიას ამხნევებდა, ამბობს, რომ დღეს ღარიბაშვილმა დაამშვიდა

31 მარ 202116:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/31/ias5xz10tot315m.jpg

ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები დღეს, 31 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ თქვა, რომ პრემიერმა ისინი "დაამშვიდა".

"დღეს ბიზნესს ბევრი რაღაც აწუხებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვერ მოვედებოდით დღევანდელ შეხვედრაზე, მაგრამ, ის თემატიკები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს, ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათ შორის, რასაკვირველია, გაცვლითი კურსი ერთერთი მთავარი პრობლემაა, ლარის კურსი არის მთავარი ეკონომიკური ბარომეტრი ჩვენი ქვეყნის.

ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა [პრემიერმა], ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო. იმის იმედი უნდა გვქონდეს, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ", - თქვა ფხაკაძემ.

ფხაკაძე და ასოციაციის წევრები წინა პრემიერს, გიორგი გახარიას ოქტომბერში შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფხაკაძემ თქვა, რომ პრემიერი გაამხნევეს და როცა ამხნევებდნენ, გახარიამ მათ უთხრა, რომ მხნედაა.


close დახურვა