ქაბული დაეცა - ავღანეთიდან ხალხი გარბის. საქართველოს 23 მოქალაქე კი ამ დრომდე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ავღანეთში ჩარჩენილებს მხოლოდ 2 კილომეტრი აშორებდა აეროპორტამდე - ქართველებმა ოთხიდან ვერც ერთ რეისს ვერ მიუსწრეს. // ახლა ხელისულება პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მოქალაქეების უსაფრთხო გადმოყვანაში საქართველოს თურქეთი ეხმარება. ქაბულის აეროპორტში ვითარება დღეს უკონტროლო იყო, ქვეყნის დატოვების მცდელობისას დაიღუპა 5 პირი.
ქაბული დაეცა - ავღანეთიდან ხალხი გარბის
16 აგვ 202119:54
3 წუთის საკითხავი