ქაბულის აეროპორტთან ტერაქტზე, რა დროსაც ათობის ადამიანი დაიღუპა, ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათივე თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ჟილეტი აამოქმედა.
ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა.
პენტაგონში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის არის სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო და კიდევ 15 დაიჭრა. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობდა, რომ აფეთქების წინ ისლამური სახელმწიფო იდგა.
ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება იყო აეროპორტის შესასვლელთან, სადაც ლტოლვილები იდგნენ, მეორე აფეთქება მოხდა იქვე ახლოს - სასტუმრო ბარონთა, საიდანაც ამერიკელ სამხედროებს ხალხი აეროპორტში გადაჰყავს.