logo
ENG



ქაბულში აფეთქების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა

26 აგვ 202123:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/26/ehxleuqlauot67o.jpg

ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პენტაგონში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის არის სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო და კიდევ 15 დაიჭრა. 

ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება იყო აეროპორტის შესასვლელთან, სადაც ლტოლვილები იდგნენ, მეორე აფეთქება მოხდა იქვე ახლოს - სასტუმრო ბარონთან, საიდანაც ამერიკელ სამხედროებს ხალხი აეროპორტში გადაჰყავს.

მთელი დღის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნები აფრთხილებდნენ ქაბულში მყოფ მოქალაქეებსა და ავღანელებს, რომ მოსალოდნელი იყო ტერაქტი და მოუწოდებდნენ ხალხს, აეროპორტში არ მისულიყვნენ. ტერაქტის მიუხედავად, აშშ აცხადებს, რომ ევაკუაცია გაგრძელდება და, დაახლოებით, ავღანეთში ამერიკის 1000 მოქალაქე რჩება. 


close დახურვა