logo
ENG



ქაბულში მეჩეთთან ბომბი აფეთქდა - გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი

03 ოქტ 202117:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/03/zgf81v4saor93pu.jpg

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მეჩეთთან ბომბის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა - ინფორმაციას გამოცემა ALJAZEERA თალიბანის მოძრაობის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მეჩეთის შესასვლელთან ავღანეთის დედაქალაქში ბომბი აფეთქდა, რამდენიმე მოქალაქე გარდაიცვალა". -ამბობს თალიბანის პრესსპიკერი ბილალ კარიმი.

როგორც, თალიბანის პრესსპიკერმა თქვა, მათი მებრძოლები აფეთქების შედეგად არ დაშავებულან.

აფეთქების შედეგად მეჩეთთან შეკრებილი ადამიანები გარდაიცვალნენ, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დაჭრილები კი ქაბულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

თალიბანის მოძრაობა ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა და 2021 წლის აგვისტოში დაბრუნდა.


close დახურვა