logo
ENG



ქაბულში სამშობიარო კლინიკის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა

12 მაი 202014:46
3 წუთის საკითხავი
 

ავღანეთის დედაქალაქში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. შეიარაღებული პირები, რომლებსაც პოლიციის ფორმა ეცვათ, ქაბულში სამშობიარო კლინიკის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი ქალისა და ახალშობილის ევაკუაცია შეძლეს, თუმცა ექიმების ნაწილი კვლავ შენობაში რჩება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თალიბები მომხდართან კავშირს უარყოფენ. 


close დახურვა