ზოგადად, მე არ მახსენდება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ვიღაცის ოჯახს, რომელიმე წევრის რაიმე საქმიანობის გამო, პრობლემა შექმნოდეს. ეს არანაირად არ არის ამ ხელისუფლების ხელწერა.
ეს წერილი არის სპეკულაციის ფართოდ გაშლის საშუალება. მე ამ სპეკულაციაში შესვლის არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ რომ ამდენი ადამიანიც არის, იმდენი სპეკულაციური აზრი შეიძლება განავითარო. ეს არის ერთგვარი სასპეკულაციო თემა, ამიტომ რამდენი ადამიანიც არის, რამდენი ინტერესიც არის, რამდენი პოლიტიკური გემოვნების, თუ სხვა სარგებლის მიმღები შეიძლება არსებობდეს, იმდენი ვერსია და იმდენი საჭორაო მასალა შეიძლება არსებობდეს. ამიტომ მე არ ვაპირებ ამ ჭორაობას, ვერსიების, თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, ტირაჟირებას.
მის ოჯახს და ზოგადად, არავინ არავის არ ემუქრება. თუ მას აქვს პოლიტიკაში წასვლის სურვილი, მე ნუ მეკითხებით, მას ჰკითხეთ. არანაირი სურვილი არ მაქვს, სპეკულაციური ლაპარაკი დავიწყო იმაზე, თუ რას ლაპარაკობს პატიმრობაში მყოფი ადამიანი მის პოლიტიკაში წასვლა-არწასვლაზე.
