logo
ENG



ქალაქ დნიპროზე ოკუპანტების თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 წლის ბავშვი

28 აპრ 202309:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/28/xqz4jsl1h8nobz3.png

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი. ინფორმაციას ქალაქის მერი ბორის ფილატოვი ავრცელებს.

სხვა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ღამის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა ქალაქზე მიიტანეს იერიში. 

 


close დახურვა