დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, ქალაქ ონთან კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა.
კერძოდ, მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ფსორის მიდამოები იყო, სადაც დღეს რიგით მეორე და მესამე მიწისძვრა დაფიქსირდა - 4.2 და 4 მაგნიტუდის სიმძლავრის.
მანამდე კიდევ ერთი მიწისძვრა იყო - 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის.