logo
ENG



ქალაქ ღაზის დასავლეთი სრულად დავიკავეთ, გადავედით ოპერაციის მომდევნო ეტაპზე - გალანტი

17 ნოე 202308:30
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოვ გალანტის განცხადებით, ქვეყნის ჯარმა ქალაქ ღაზის დასავლეთი  სრულად დაიკავა.

გალანტი ამბობს, რომ ახლა IDF-ი (თავდაცვის ძალები) სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავიდა. მინისტრის თქმით, ებრაელმა სამხედროებმა შიფას საავადმყოფოში "მნიშვნელოვანი რაღაცები" აღმოაჩინეს, თუმცა რა აღმოჩენებზეა საუბარი, გალანტმა არ დააკონკრეტა.

"ოპერაცია გრძელდება და ძალიან მკაფიოდ, შერჩევითად და მიზანდასახულად გრძელდება. IDF-მა ქალაქ ღაზის დასავლეთის ნაწილი დაიკავა, გაწმინდა ტერორისტებისგან და ჰამასის ობიექტებისგან. სახმელეთო ოპერაციის მომდევნო ეტაპი დაწყებულია", - თქვა გალანტმა.


close დახურვა