logo
ENG



ქალთა მიმართ ძალადობა პოლიტიკაში - გაეროს წარმომადგენლობამ შეხვედრა გამართა

04 მარ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 
rr8600zz73oh84i.jpg

გაერო-ს გენდერის თემატური ჯგუფის ორგანიზებით პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ შეხვედრა იმართება. გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი არის მათი დაბალი წარმომადგენლობა სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის პოლიტიკაში.

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქალები ძალადობას განიცდიან არის ის, რომ არ ხდება მათი სრულყოფილი გაძლიერება და არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები. ეს არის საკითხი, რომელზეც ვისურვებდით დადებითი პრაქტიკა შევამჩნიოთ და გავიგოთ საერთაშორისო პარტნიორებისგან რა ხდება ამ მიმართულებით. ეს საკითხი ბოლო დრომდე ყურადღების ცენტრში არ იყო, ამიტომ ჩვენი კონფერენცია ყურადღებას გაამახვილებს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე პოლიტიკაში და არჩევნებში. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყველა პოლიტიკოსმა და  პოლიტიკურმა პარტიამ ამ საკითხზე იმუშაოს",-განუცხადა ჟურნალისტებს საბინე მახლიმ.


close დახურვა