logo
ENG



ქალი კულტი - დროება

25 ივლ 202120:57
3 წუთის საკითხავი
 

ჩვენს ქვეყანაში არსებობს რაღაცეები რაც მოსულა, და არსებობს უფრო ბევრი რაღაც რაც თეორიულად არ მოსულა. ამ ბევრს შორის, მოწინავე ადგილზეა ქალისადმი დამოკიდებულება, კიდევ უფრო ზუსტად მისი შეურაცხყოფა. ქართველი კაცი, ქალზე ხელს არასოდეს აღმართავს, აუცილებლად დალევს სუფრაზე ქალის სადღეგრძელოს, იტყვის, რომ დედა და ქალი არის ყველაზე ფასეული და აღმატებული - ოღონდ ეს მანამდე, სანამ ქალი არ გაგვაბრაზებს. ყოველ შემთხვევაში პარლამენტში, გომელაურის მოსმენის დღეს ბატონი შალვა პაპუაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და კიდევ სხვა ბევრი ქართული ოცნების დეპუტატი ძალიან გაბრაზებული და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულიად არაადეკვატურები ჩანდნენ. 


close დახურვა