ქალი პოლიტიკოსების დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ისინი შეხვედრებს ყველა შესაბამისს ინსტიტუტში გამართავენ.
„ჩვენ გადავწყვიტეთ გავემგზავროთ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით. შეხვედრები გვექნება ამერიკის ყველა შესაბამის ინსტიტუტში, როგორც კონგრესსა და სენატში, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 4-5 დღის მანძილზე, ამერიკულ პრესასთან აქტიური მუშაობით, შევეცდებით, რათა კიდევ ერთხელ გააქტიურდეს სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა, რათა ქვეყანა გამოვიდეს ამ კრიზისიდან. ჩვენი გზავნილი, რომელიც მიგვაქვს ვაშინგტონში, არის გზავნილი ქართველი ხალხის“, - აცხადებს სამადაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ყურადრება იქნება გამახვილებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, პოლიტპატიმრებზე და მედიაზე არსებულ ზეწოლაზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც რუსთაველზე აპროტესტებენ. საუბარი გვექნება ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ვისუაბრებთ პოლიტპატიმრებზე, გავრილოვის პატიმრებზე, რომელიც ხელისუფლებამ გამოამწყვდია. მედიაში არსებულ ვითარებაზე, როგორ იდევნება ყველა კრიტიკული მედია. ვისაუბრებთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელშიც საერთაშორისო ჩართულობა აუცილებელია”, - აცხადებს ხოშტარია.
ქალი პოლიტიკოსები შტატებში ხვალ მიემგზავრებიან.