ქალი პოლიტიკოსები ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ.
ისინი პროკურატურასთან მივიდნენ და ოფიციალურ პირთან შეხვედრას ითხოვნდნენ. ამ წუთებში მათ საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა ხვდება.
"მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული. გარდა იმისა, რომ არ არსებობდა მისი დაკავების რაიმე ფაქტობრივი საფუძველიც კი, არ არსებობს ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები. მას ჰყავს შშმ შვილი, რომლის ერთადერთი მომვლელი არის ევა. ის არის მარტოხელა დედა, მას თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული", - ამბობს იურისტი, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი მარიკა არევაძე.
ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითაა დაკავებული.
