logo
ENG



ქანთარია: გვაქვს მეორე ვირუსი პარლამენტის კართან - ეს არის ნაციონალური ვირუსი

05 თებ 202017:45
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ. მას დეპუტატებმა კორონავირუსთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ტიკარაძეს ჰკითხა იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ვირუსი დაფიქსირდა, შეძლებდნენ თუ არა მკურნალობას.

„ამ ლუგარის ინსტიტუტში დგინდება ზუსტად ეს ფორმულა, რას ჰქვია კორონავირუსი? ასეთ რაღაც რომ აღმოჩნდეს, ვიცით როგორ ვუმკურნალოთ?", - განაცხადა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ საქართველოში მეორე ვირუსია და ეს ნაციონალური ვირუსია.

„გვაქვს მეორე ვირუსი, პოლიტიკური ვირუსი პარლამენტის კართან - ეს არის ნაციონალური ვირუსი და ვისაც უნდა გადადებოდა, უკვე გადაედო და ალბათ ყოველი თვენგანის საქმიანობა შეუწყობს ხელს, რომ ამ ვირუსის გავრცელების არეალი შემცირდეს“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.


close დახურვა