logo
ENG



ქანთარია ოპოზიციას: აბდაუბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქით ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში

29 მაი 202018:23
3 წუთის საკითხავი
 

„მესმის ეს საარჩევნო ციებ-ცხელება, მაგრამ გარწმუნებთ ერთ რამეში რომ თქვენ გაქრებით აუცილებელად ასეთი მიდგომებით“,- ასე მიმართა უმრავლესობის წვერმა, ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციას პარლამენტში.

როგორც ქანთარიამ განაცხადა მმართველმა გუნდმა გამარჯვებას მიაღწია და ბოლო რამდენიმე თვეა ოპოზიცია ფსკერზეა ჩაძირული.

ქანთარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან „ვეროპული საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიასაც მიმართა და თქვა, რომ მისი განცხადებებიდან ვერაფერი გაიგო. ქანთარიამ ბოკერიას მეტყველბის სავარჯიშოებიც შესთავაზა.

 „აბდაუბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქით ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში.

აგერ იყო გიგა ბოკერია და მინდა ვუთხრა, რომ ნახევარი ვერ გავიგე გიგა რას ამბობ, ამიტომ მეტყველებას უნდა მიაწვეთ ზოგიერთი თქვენთაგანი, ვისაც პოლიტიკაში გინდათ დარჩენა. იმიტომ, რომ თვითონ გამომეტყველება, მზერა არის ძალიან გამომსახველი და ჯობია, ხალხმა გაიგოს რას ამბობ, იმიტომ, რომ ვიღაცას შეიძლება ეგონოს ძალიან მაგარ რამეს ამბობ და ამიტომ ჯობია გაიგონ. მე შემიძლია სავარჯიშოები შემოგთავაზოთ.

ამ გამარჯვებით, რომელსაც ჩვენ მართლა მივაღწიეთ დაუღალავი დღე ღამის თენებით. უცბად მიიღეთ შოკი. ყველა ხედავს ამ ამბავს რა მდგომარეობაში ვართ. პირველ ეტაპზე თქვენც ხედავთ ამას, გესმით, მაგრამ ვერ გრძნობთ უცბად აღმოჩნდით ფსკერზე ეს რამდენიმე თვე. თუ უცხოელი რომელიმე კონგრესმენი რამეს შეგაწევთ ამოყვინთავთ. თუ გინდათ, რომ ფსკერის ბინადარი გახდეთ ეს თქვენი არჩევანია. რეალობას მიაქციეთ ყურადღება, საქმიანი წინადადებები ისეთი რომელიც რელობიდან გამომდინარეოებს და არა ისე რომ გახსენით ხაზინა დაარიგეთ ამდენი - ხო იცით რომ ეს ყველაფერი დათვლით არის. ამომწურავი პასუხები გაგცათ ბატონმა გახარიამ. მერე ეს ლექსიკას რომ უწუნებთ და თქვენი ლექსიკა რა არის?! ხევისბერის ნოტები რომ შეერია, გგონიათ რომ ამით რამე უპირატესობას პოულობთ არჩევნების მხრივ. მესმის ეს საარჩევნო ციებ-ცხელება, მაგრამ გარწმუნებთ ერთ რამეში რომ თქვენ გაქრებით აუცილებელად ასეთი მიდგომებით. “,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 


close დახურვა