ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის საქმეზე 2-კვირიანი ძებნის შემდეგ 26 წლის კაცი დააკავეს.
საქმეზე გამოძიება 19 137-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.