ქარელში მგლები ადგილობრივი მოსახლეობის საქონელს თავს დაესხნენ.
ქარელის მცხოვრებლების თქმით, სოფელ მოხისში წუხელ, გვიან ღამით მგლებმა, ერთ-ერთ ადგილობრივი ფერმერის, მერაბ სოიტაშვილის ცხვრების ნაწილი ადგილზევე შეჭამეს, ხოლო რამდენიმე დაგლიჯეს.
ადგილობრივების განცხადებით სოფელ მოხისში მგლების პირუტყვზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფის გამოყოფას ითხოვს.
"სამ საათზე მგლებს ცხვრებს რომ ვპარსავდი, 3-ის ნახევრამდე ვიყავი. 3-ის ნახევარზე დავიძინე გამოვედი მინდორში და დაყრილი იყო 12-ვე",- ამბობს მერაბ სოიტაშვილი.
ადგილობრივების თქმით, მათ მერიას მგლების ლიკვიდაციის თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ შესრულებულა.
"არაერთხელ ვთქვი როგორც საკრებულოს სხდომაზე, ისე მივმართე ბატონ მერს წერილობით. ხელში მიჭირავს ბატონი მერის, ზაზა გულიაშვილის ბრძანებულება, რომელიც მარტო ფურცელზეა შესრულებული. არცერთი მგელი არ არის ლიკვიდირებული. სოფელ მოხისში, აივნებზე ჩვეულებრივად დასეირნობს 2-3 მგელი ხროვებად",-ამბობენ ქარელის მცხოვრებლები.