logo
ENG



ქართველების ბრძოლა პუტინთან ომში

06 მაი 202220:24
3 წუთის საკითხავი
 

მაიდანზე საქართველოს დროშა ფრიალებს, კიევის ცენტრალურ მოედანზე ომში დაღუპული გმირების გვარებით კი უკრაინული დროშებია გამოფენილი. რუსეთთან ომში, უკრაინის შემდეგ, სხვა ქვეყნების მოხალისეებიდან ყველაზე მეტი დანაკარგი ქართველებს აქვთ, მათ შორისაა ბახვა ჩიქობავა, რომელიც აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

მებრძოლები საქართველოდან ფრონტის წინა ხაზზე დგანან, 9 სამხედრო გუშინ დაიჭრა ოკუპანტთან შეტაკებებისას. ახლა ჯარისკაცებს მკურნალობენ. ქართველი მებრძოლების თავდადებას უკრაინა აფასებს, მეომრებს პრეზიდენტ ზელენსკიმ სამხედრო ჯილდო გადასცა. “ჩვენი ქართველი ძმები ძალიან გვეხმარებიან, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს” - ამბობენ უკრაინის სპეციალური ძალების 380-კაციან ქვედანაყოფში, რომელსაც ქართველი მეთაური ჰყავს.


close დახურვა