logo
ENG



ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთობლივ წვრთნას გადიან

28 ივნ 202012:06
3 წუთის საკითხავი
 

ქართველი და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცები ერთობლივ წვრთნას გადიან. ესაა საჩვენებელი სწავლება - რეიდი ობიექტზე, რომელშიც სპეცდანიშნულების ჯგუფები მონაწილეობენ.

წვრთნების მიზანი წინააღმდეგობის ძალების ჩამოყალიბება და მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკის დახვეწა არის.

მსგავსი, ერთობლივი გეგმური წვრთნები სპეციალური ოპერაციების ძალებში რეგულარულად მიმდინარეობს. სწავლება დასავლეთის ბატალიონში უკვე ჩატარდა.


close დახურვა