მოდა, გლამური და პარიზის ხედები - ეს სამი კომპონენტი წარმატებისთვის ალბათ საკმარისი იქნებოდა, რომ არა ციფრულ სფეროში არსებული მაღალი კონკურენცია. ე.წ ინფლუენსერები, მსახიობების მსგავსად ახალი პოპ-ვარსკლავები არიან. ინდუსტრია ჩვენს თვალწინ დაიბადა და ელვის სისწრაფით ვითარდება. ამ სამყაროში ადგილი დაიმკვიდრა ქართველმა გოგონამ ზესტაფონიდან ქეთევან გიორგაძემ, რომელიც ახლა პარიზში ცხოვრობს და რომელსაც რამდენიმე ასეული ათასი ინტერნეტ მიმდევარი ჰყავს ინსტაგრამში - ნახეთ დროების სიუჟეტი.
ქართველი ინფლუენსერი პარიზში - დროება
28 მარ 202120:55
3 წუთის საკითხავი