logo
ENG



ქართველი მებრძოლები, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

15 აპრ 202205:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/15/w30yu602ashfmw4.png

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს. 

შანავა და მენაბდიშვილი იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ მებრძოლ, ბახვა ჩიქობავას მისი გადმოსვენება მარიუპოლის ბლოკადის გამო ვერ ხერხდება.


close დახურვა