ქართველი პოლიტიკოსი ქალების ვიზიტი აშშ-ში დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვედრა აქვთ ვირჯინიის შტატის კონგრესმენის ოფისში. სალომე სამადაშვილი, ხატია დეკანოიძე, ელენე ხოშტარია და ხათუნა სამნიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ამერიკულ მხარეს ინფორმაციას აწვდიან.
ვიზიტისას ოპოზიციის ლიდერები კონგრესსა და სენატში ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეპრესიებზე, ხელისუფლების ძალადობაზე, პოლიტპატიმრებსა და მედიაზე არსებულ ზეწოლაზე.