logo
ENG



ქართველი სამხედროები ავღანეთს ტოვებენ, ისინი სამშობლოში სექტემბრამდე დაბრუნდებიან

15 აპრ 202100:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/15/msztrfkytjbvad1.jpg

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ავღანეთს დატოვებენ, განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) გადაწყვეტილებით, წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებმა ავღანეთის ტერიტორია სექტემბრამდე დატოვონ, სწორედ ნატო-სთან შეთანხმებით დატოვებენ ავღანეთს ქართველი სახმედროებიც. 

"თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში, - "თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან [ნატო-სთან] კოორდინაციით განხორციელდება". 

ნატო-ს გადაწყვეტილება სამხედრო დაჯგუფება თალიბანთან დადებულ შეთანხმებას უკავშირდება, რომლითაც თალიბანმა აიღო ვალდებულება, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასთან და არ მისცეს ალ-ქაიდას და სხვა დაჯგუფებებს თალიბანის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედების შესაძლებლობა. 

შეთანხმება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2020 წელს დაიდო, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კი ამერიკის სამხედრო ქვედანაყოფების ავღანეთიდან გამოყვანას 11 სექტემბრამდე გეგმავს, თუმცა მას წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ორპარტიული მხარდაჭერა დასჭირდება. 

 

 


close დახურვა