logo
ENG



ქართველმა ემიგრანტმა პატრიცია დელონმა გამოფენა მოაწყო

24 თებ 202008:19
3 წუთის საკითხავი
 

ქართველი ემიგრანტის პატრიცია დელონის პირველ მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა „სილქ ფაქტორში“ გაიმართა. ხელოვანის შემოქმედება მის შინაგან სამყაროში არსებული პატარა გოგონათი იყო ინსპირირებული. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 100-მდე ქალბატონის პორტრეტი, ამასთან პატრიციამ გამოფენაზე ლექსების კრებული სახელად ,,ეს ის გოგოა" წარმოადგინა.

გამოფენა გაყიდვიდან შესული თანხა, ქველმოქმედების მიზნით, მარტოხელე დედათა და ბავშვთა ასოციაციას გადაერიცხება. ქართველმა ხელოვანმა საქართველო თექვსმეტი წლის ასაკში დატოვა, თუმცა ქვეყნისადმი ძლიერი სიყვარულის გამო პირველი მასშტაბური გამოფენის ჩატარება სამშობლოში გადაწყვიტა.


close დახურვა