logo
ENG



ქართველმა წყვილმა ფიგურულ სრიალში პირველი ადგილი დაიკავა

08 დეკ 201911:04
3 წუთის საკითხავი
 
xferseslhdgptg0.jpg

ფიგურულ სრიალში ქართველმა წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვა. გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ტურინის გრან-პრის ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს და პირველი ადგილი არავის დაუთმეს. გადამწყვეტი გამოდგა 7 დეკემბრის სასესიო დღე, როდესაც რევიამ და კაზაკოვამ თავისუფალ პროგრამაში საუკეთესო შედეგი - 106,14 ქულა აჩვენეს.

საბოლოო ჩათვლაში ქართველმა მოციგურავეებმა ამერიკელ და რუს სპორტსმენებს აჯობეს, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს.


close დახურვა