logo
ENG



ქართული დემოკრატია უკან მიდის, პასუხისმგებელი ოცნებაა - ფრიდომ ჰაუსის კრიტიკული ანგარიში

06 მაი 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური ოპონენტების დევნა და  დაპატიმრება , საარჩევნო სისტემის ჩაგდებული რეფორმა, პოლიტიკური ნიშნით მოსამართლეების დანიშვნა -  ეს არის იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც „ფრიდომ ჰაუსის“ 25 გვერდიან  ანგარიშში მოხვდა.  დიდი ნაწილი  ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებსა და დაკავებებს ეთმობა. მაგალითებად,  მოყვანილია  გიგი უგულავას დაპატიმრება და მამუკა ხაზარაძის მიმართ აღძრული საქმე.  დოკუმენტში  საუბარია  უვადო მოსამართლეების დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესზე. ანგარიშში წერია, რომ ქართული დემოკრატია უკან მიდის, ამაზე  პასუხისმგებელი კი „ქართული ოცნებაა“. 

 დოკუმენტში ასევე ნათქვამია რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთის მიცემული დაპირება   პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციური პარტიების საპარალამენტო ბოიკოტი მოყვა. პროპორციული სისტემის ჩაგდების მიზეზი კი  „ოცნების“ შიშია, რომ  ამ სისტემის შემოღებით  ბიძინა ივანიშვილის გუნდის  საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსს შეამცირებდა.  

ისინი ვინც სასამართლო ხელისუფლებაში  ე.წ კლანის  არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ, ამბობენ,  რომ კვლევა საგანგაშოა რადგან დოკუმენტში საქართველო როგორც ავტოკრატიული ქვეყნის მაგალითად არის მოყვანილი.  

უმწვავეს ანგარიშზე   საუბრობს არასამთავრობო სექტორი.  მათთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის ის ნაწილია, სადაც დემოკრატიის გაუარესებაზე არის საუბარი.  

მმართველ გუნდს კი უკვირს რატომ არის ასეთი კრიტიკული გავლენიანი ორგანიზაციის ეს დასკვნა მაშინ, როდესაც ამერიკის საელჩო „ქართული ოცნების“ რეფორმებს მხარს უჭერს, მათ შორის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასააც.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ ახსოვს, ამერიკის საელჩოს დეკემბერში გაკეთებული განცხადება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს კვალიფიკაცია დაუწუნეს და კითხვის ნიშნები პროცესის გამჭვირვალეობასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ. 

 


close დახურვა