logo
ENG



ქართული მხარე, ცდილობს შექმნას მსოფლიო სკანდალი - საოკუპაციო რეჟიმი განცხადებას ავრცელებს

23 იან 202009:27
3 წუთის საკითხავი
 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სოფელ გუგუთიანთკარში უკანონო ნაგებობების აღმართვის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი კონფლიქტის შემდგომი დარეგულირების საკითხებში აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის სასაზღვრო სამსახურებმა სოფელ გუგუტიანთკარის რაიონში 2019 წლის აგვისტოში დაწყებული სამუშაოები განაახლეს და არც ერთი მეტრით არ შეხებიან საქართველოს ტერიტორიას.

"ქართული მხარე, კვლავ ცდილობს შექმნას მსოფლიო სკანდალი და შეცდომაში შეყავს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები", - განაცხადა მურატ ჯიოევმა.

მისი მტკიცებით, მსგავსი განცხადებების კიდევ ერთი მიზანია გააჟღეროს ბრალდებები რუსეთის მიმართ, რომელშიც საოკუპაციო ძალას გულისხმობს. ჯიოევის თქმით, ეს კამპანია საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება იმისთვისაც, რომ ყურადღება სოფელ წნელისთან შექმნილი ვითარებიდან გადაიტანოს, სადაც ქართული პოლიციის საგუშაგო განათავსა.

 

 

 

 


close დახურვა