logo
ENG



ქართული მხარის პოზიცია ყოველთვის ერთი და იგივეა - ენერგო კრიზისი აფხაზეთში

29 იან 202013:54
3 წუთის საკითხავი
 
1gx5m0y7qbszdcv.jpg

ენერგო კრიზისი აფხაზეთის მოსახლეობას მძიმე მდგომარეობაში აყენებს, რუსეთი კი, დაპირების მიუხედავად პრობლემის მოგვარებას არ აპირებს -ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ და დეპუტატმა გია გვაზავამ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებით დაინტერესებულია და როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

"ქართული მხარის პოზიცია ყოველთვის ერთი და იგივეა. კერძოდ ის, რომ იქ დარჩენილი მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ჩვენ მათ იქ უფასოდ ვაძლევთ ელექტრო ენერგიას",-აცხადებს გვაზავა. 
თამაზ ხუბუას თქმით, ცენტრალუი ხელიუფლება კვალ შეეცდება მდგომარეობის გაადვილებას. 
"მოსკოვიდან ჩამოვიდა ჩდილოეთ საქართველოს საკითხებში რუსეთის მინისტრი კოშინი, რომელიც შეხვდა დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრს არძინბას. მათ ისაუბრეს იმ რეგულაციებზე, რასაც შეიძლება ამ თვალსაზრისით რუსეთმა მიაქციოს ყურადღება. ჩვენი დამოკიდებულება, ცენტრალური ხელისუფლების არის ის, რომ მაქსიმალურად შეეცდება არსებული მდგომარეობა გაადვილდეს",-აღნიშნა ხუბუამ. 

close დახურვა