„ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში ხმების 60%-ის მიღებას ვარაუდობს. პარტიამ ახალი საარჩევნო პროგნოზი დაასახელა - 60% - ეს ის მაჩვენებელია, რომლის მოპოვებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს და ამ შემთხვევაში კოალიციის შექმნის მიზნით არავინ დასჭირდება.
აქამდე ოცნების ლიდერებმა დაანონსეს, რომ შესაძლოა, უმრავლესობა ვერ მოეპოვებინათ. საოცნებო პროგნოზზე საუბრისას მმართველმა გუნდმა დღეს ყველა პოლიტიკური ოპონენტის დამცირება სცადა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ უმრავლესობის მოპოვების შანსი ნაკლებია. დღეს ძველი პროგნოზი ოპტიმისტურით ჩაანაცვლა.
მეათე მოწვევის პარლამენტს ქვეყანა ერთ წელიწადში, 2020 წელს აირჩევს.