logo
ENG



ქართული ოცნების დეპუტატები ადასტურებენ, რომ პარლამენტში ადრე მივიდნენ

29 ნოე 201911:00
3 წუთის საკითხავი
 
67sca03usnhimcm.jpg

"ქართული ოცნების" დეპუტატები ადასტურებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში უჩვეულოდ ადრე მივიდნენ. მათი თქმით, კომისიის დაწყებამდე მათ კონსულტაციები გაიარეს.

რაც შეეხება, მიმდინარე პროტესტს, პარლამენტის წევრები ოპოზიციურ პარტიებს კვლავ დესტრუქციულ ძალებს უწოდებენ. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საზოგადოება დაინახავს დესტრუქციული ძალების სახეს.

მედიაცენტრების დახურვა და ა.შ. ამ სტილს ბუნებრივია ჩვენ ვერ შევეგუებით და ეს დაკვეთა აქვს ქართულ საზოგადოებას, რომ ეს აღარ განმეორდეს. რაც შეეხება იმას, თუ პროცესები როგორ განვითარდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ დაინახა ამ დესტრუქციული ძალების სახე და თავადაც გაანალიზებენ რასთან აქვთ საქმე, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გოგა გულორდავა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დღეს დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ადრე მივიდნენ. მისი თქმით, მათ რამდენიმეწუთიანი შეხვედრა ჰქონდათ, რის შემდეგაც ისინი გადანაწილდნენ სამუშაო გრაფიკზე.

„თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, რომელიც არ შედის ჩვენს ინტერესში და არ შედის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესში, ვაგრზელებთ მუშაობას გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი ასე, რომ კიდევ ერთხეკლ ძალიან სამწუხაროა როდესაც ვუყურებ ამ პოლიტიკურ სპექტრს და მათ უმსგავსო ქმედებებს. არანაირი 07:00 საათზე მობილიზაცია არ გვქონია, გვქონდა რამდენიმეწუთიანი შეხვედრა დღევანდელ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, შემდგომ უკვე გადავნაწილდით სამუშაო გრაფიკზე 10:00 საათზე გვაქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი“,-განაცხადა გოგა გულორდავამ.


close დახურვა