logo
ENG



ქართული ოცნების დეპუტატი იურისტს: თუ დარეკვას ვერ ქაჩავ, მომწერე და არ მომწერის

11 ოქტ 202011:34
3 წუთის საკითხავი
 
99l31z4650t5g1t.png

"ვახუშტ, ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ, მომწერე პასუხი და არ მომწერის ;;)))" - ეს კომენტარი საია-ს იურისტს, ვახუშტი მენაბდეს ფეისბუქზე ქართული ოცნების დეპუტატმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ დაუწერა. 

ვახუშტი მენაბდემ 10 ოქტომბრის საღამოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე, ტროტუარზე პარლამენტის საშვის მქონე მანქანა იყო გაჩერებული. მენაბდის თქმით, "იქვეა მეორე ავტომობილია ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი". 

აღმოჩნდა, რომ მანქანა, რომელიც ფეხითმოსიარულეებს ხელს უშლიდა, ქართული ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას ეკუთვნის.  

"ბოდიში. ვინც ასე გაგაბრაზათ. ადამინმა ვინც ჩემს ა/მ მართავს. გამოვსწორდებით. ვახუშტ, ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ, მომწერე პასუხი და არ მომწერის ;;))) არა და გირეკავ". - დაწერა მან მენაბდის კრიტიკის პასუხად. 


close დახურვა