logo
ENG



ქართული ოცნების ოფისთან აქცია დამთავრებულია

16 ნოე 201914:12
3 წუთის საკითხავი
 
c3a0g33svjd9fhe.jpg

ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია დამთავრებულია. დეპუტატებმა და აქციის მონაწილეებმა დატოვეს მიმდებარე ტერიტორია. პოლიცია ამ დრომდე რჩება ოცნების ოფისთან და აკონტროლებს სიტუაციას. ოფიციალური განცხადებები გააკეთეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. ირაკლი კობახიძემ დღევანდელი აქცია ჭიქაში ქარის დატრიალებას შეადარა და თქვა, რომ ძირითადად 20-30 ადამიანი იყო მისული, რომმლებიც პარტიული აქტივისტები იყვნენ. მისთვის ოცნების ოფისთან და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციები არასერიოზულია. კობახიძის განცხადებით 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით გაიმართება. 

მას შემდეგ რაც პარლამენტში კანონპროექტი ჩავარდა, უმრავლესობა დატოვა 12-მა დეპუტატმა. დღეს აკაკი ზოიძემ „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ფიქრობს თუ  როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება სხდომის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს, დეპუტატები ოპოზიციას უარს ეუბნებიან 2020 წლის არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებაზე. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეს არაკონსტიტუციურია და ამ ცვლილების გატარება ვერ მოესწრება.


close დახურვა