„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ერთ-ერთი აქტივისტი დაშავდა. შეხლა-შემოხლის დროს ის შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ.
შეგახსენებთ, რომ ორბელიანის მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა. ისინი შეუერთდნენ მმართველი პარტიის ახალგაზრდულ ფრთას, რომლებმაც ოფისთან გამართულ დემონსტრანტებს არ მისცეს აქციის გამართვის საშუალება.