logo
ENG



ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს

10 მარ 202114:35
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს. 

აქცია უმრავლესობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. 

მოძრაობას თავისუფლებისთვის ადგილზე ჰქონდათ მოტანილი საპროტესტო პლაკატები და შეძახილებით აცილებდნენ მანქანებს, რომლებიც ოფისში შედიოდნენ და გამოდიდნენ

ერთ-ერთი მანქანის გამოსვლის დროს, რომელშიც სოზარ სუბარი იჯდა, პოლიციამ აქტივისტების დაკავება გადაწყვიტა.  

"გამოდიდა სოზარ სუბარი. ჩვენმა აქტივისტებმა მისკენ მიმართეს საპროტესტო ბანერი. ამან გამოიწვია პოლიციის გაღიზიანება, იყო მათი მხრიდან ძალის გადამეტება. ადამიანები უკანონოდ დააკავეს". - თქვა აქგტივისტმა ალიკა კუპრავამ. ​


close დახურვა